“ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია” – ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს

“ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია” – ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს
“ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია”, – -ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს.
“ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას მაქსიმალურად მკაცრი ფორმით. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც ჩანს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ოქტომბრის არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო. ამ კვირის დასაწყისში, ქართულმა ოცნებამ ახალი მთავრობა დაამტკიცა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. შესაბამისად, ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯოს ქართველების მშვიდობიან პროტესტზე და ასევე ლიდერების არჩევის უფლების დარღვევა” (მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას