ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ახალი საჭიდაო არენა გახსნა

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ახალი საჭიდაო არენა გახსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძემ, სოფელ ზეღდულეთში ახალი საჭიდაო არენა გახსნა. არენაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართა.
“ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, სადაც მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ზეღდულეთის საჭიდაო არენა მომავალში არაერთ ტურნირს უმასპინძლებს. მომავალი თაობის სპორტში კიდევ უფრო მეტად ჩართვის მიზნით კი, ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს,” – წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.