„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“
„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 6 წლის განმავლობაში იყო მუნიციპალიტეტის მერი. ბოლო ერთი წელია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მმართველმა გუნდმა ის მერობის კანდიდატად წარადგინა და 4 ოქტომბერს ადგილობრივების ნდობის გამოცხადებას ისევ ელოდება.
მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ყოველდღე ხვდება, ეცნობა მათ საჭიროებებს. როგორც ის აცხადებს მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„შენდება სპორტული კომპლექსი ფიფას სტანდარტების შესაბამის სტადიონთან ერთად და ეს იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე შენდება და რეაბილიტირდება რამდენიმე ახალი სკოლა და ეს პროცესები მომავალშიც გაგრძელდება. ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა,“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში