ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა და ტყისპირის მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე.
მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები. „მჯერა დმანისელების მხარდაჭერის. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. მისი თქმით, ძალიან თბილი და მრავალრიცხოვანი შეხვედრა ჰქონდა მოსახლეობასთან.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.