„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩა N29-ისა და ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და ამომრჩეველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მათივე ცნობით, ალექსიძის ქუჩის მოსახლეობასთან დელეგატმა ისაუბრა არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა და სკვერი მოეწყო. მოქალაქეებთან შეხვედრას, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი - ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გიზო ვასაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.