ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, შარტავას N35-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და ისაუბრა მათი მოგვარების გზებზე.
„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - თათია ჩახვაშვილი, ლევან არველაძე და ლევან აბაშიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.