ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ - გიზო ვასაძესთან ერთად, მოქალაქეებს „ბუკიას ბაღში“ შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნუცუბიძის ქუჩა N46-ში მცხოვრებლებთან.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ყოველდღიური შეხვედრებისას მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობ. სწორედ, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.