ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქის სოფლების: მაჭატის, კორხის, თოთხამის, არაგვას, ხანდოს, ვარევანის, ალასტანის, გოკიოსა და ორჯას მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ამავე დროს ხაზი გაუსვა ქვეყანაში მშვიდობის არსებობის აუცილებლობას და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ.
„ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! , - განაცხადა სამველ მანუკიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.