„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი გია ჭყონია შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მან მოინახულა კოლმეურნეობის, ფერმერებისა და ყელის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.
შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ვაფასებ თითოეული ამომრჩევლის თანადგომას. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი რეგიონი სხვა და სხვა მიმართულებით. თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გია ჭყონიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.