ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
„დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
ხუნდაძის თქმით, "ქართული ოცნება" არის უპირობო გარანტი ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.