ქართულმა საავტომობილო ბაზარმა უკვე არაერთი გამოწვევა გადალახა. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” კომპანია Caucasus Auto-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ქართულმა საავტომობილო ბაზარმა უკვე არაერთი გამოწვევა გადალახა და ეს ახალი ცვლილებაც გამონაკლისი არ იქნება. საუბარია, საქართველოში ავტომობილების განბაჟების ტარიფების ზრდაზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ძალაში 2 აპრილიდან შევიდა. როგორც Caucasus Auto-ში აცხადებენ, ნებისმიერი რეგულაციური თუ ეკონომიკური შოკი ამ სექტორში არა დასასრულს, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. საბოლოო წარმატებას კი, ბაზრის ის მოთამაშეები მიაღწევენ, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოერგებიან ახალ რეალობას.დღეს ბაზარი გადადის ფაზაში, სადაც ცვლილება აღარ არის დროებითი რყევა – ის ხდება სტრუქტურული გარდაქმნა.6 ᲬᲔᲚᲖᲔ ᲫᲕᲔᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲑᲐᲟᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲫᲕᲘᲠᲔᲑᲐ – ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲤᲘᲚᲢᲠᲘკომპანიაში განმარტავენ, რომ 2026 წლის აპრილიდან, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ახალი ლოგიკა ამოქმედდა. 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებზე ძირითადი განაკვეთი განისაზღვრა 1.5 ლარით 1 სმ³-ზე, ხოლო 6 წელზე ძველ ავტომობილებზე – 4.5 ლარით.ცვლილების შედეგად, 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟების ღირებულება ზოგ შემთხვევაში 3-4-ჯერ იზრდება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ლიკვიდურობაზე.მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ შეეხო ელექტრომობილებს, რის გამოც მათი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე შენარჩუნდა.ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელზე ძველი ავტომობილების რეექსპორტის მიზნით ქვეყანაში შემოყვანა არ იზღუდება, რაც გარკვეულ მოქნილობას ტოვებს საერთაშორისო მოთამაშეებისთვის.ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲛᲝᲙᲚᲔᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲠᲔᲐᲥᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲞᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲤᲐᲖᲐროგორც Caucasus auto-ში აცხადებენ, რეგულაციის გამოცხადებას ბაზარმა სწრაფი რეაქციით უპასუხა – იმპორტის მოცულობის შემცირებით.”საქართველოს ავტობაზარს სეზონურობა ახასიათებს და წლის მეორე კვარტლის დასაწყისი, ტრადიციულად, პასიურ პერიოდს წარმოადგენს. ამ ფაქტორს დაემატა რეგულაციური ცვლილების ეფექტი, რამაც ბაზრის აქტივობა დროებით კიდევ უფრო შეამცირა.თუმცა, წინასწარმა მოლოდინმა შექმნა საპირისპირო ეფექტიც – თებერვალსა და მარტში გაიზარდა შესყიდვები და მარაგების დაგროვება.დღეს, ბაზარი უკვე გასცდა პირველ შოკს და გადავიდა ადაპტაციის ფაზაში, რომელიც, როგორც წესი, 2-6 თვეს მოიცავს. ამ პერიოდში ხდება ახალი ფასების, მოთხოვნისა და მარაგების გადანაწილება”, – აღნიშნავენ კომპანიაში.ᲠᲐ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲘᲡ ᲧᲘᲓᲕᲐ ᲡᲯᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ2020-იდან გამკაცრებული ავტომობილის განბაჟება, საწვავის ხარჯი და ეკოლოგიური მოთხოვნები ძველ მოდელებს ნაკლებად პრაქტიკულს ხდის. ინფოგრაფიკა აჩვენებს, რომელი მანქანების ჩანაცვლება ჯობს საქართველოში.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“



