ქართველი მოჭიდავეები გამოვიდნენ ტურნირზე, რომელშიც და სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელ ქვეყნებად” მონაწილეობდნენ

ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდნენ მოჭიდავეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.
“ძმებ ხადარცევების” სახელობის ტურნირი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სხვებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები მონაწილეობდნენ ოკუპირებული , ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ასევე სპორტსმენი ანექსირებული ყირიმიდან.
ფედერაციის თანახმად, ტურნირში 20 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო: აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, ყაზახეთი, , მოლდოვა, მონღოლეთი, რუმინეთი, სერბეთი, , ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სამხრეთ ოსეთი.
საქართველოდან ტურნირში მონაწილეობას რამდენიმე სპორტსმენი იღებდა და ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. სპორტსმენებს შორის იყო, 20 წლამდელთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ ბეშიძე.
როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში აცხადებენ, ისინი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილან და სპორტსმენებმა მონაწილეობის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს გახდეს მისი ნაკრებიდან მოკვეთის საფუძველი, პრესსამსახურში გვიპასუხეს:
“ბეშიძემ ნაკრებში რომ იჭიდავა, ახლა ის თავის რაიონშია, თბილისელი არ არის. ვერავინ გააკონტროლებს იმას, სად მიდის, რას აკეთებს, რადგან ნაკრებს შეკრება არ აქვს, არაფრისთვის ემზადება, სეზონი დამთავრებულია. ამ საკითხზე იმსჯელებს სადისციპლინო კომიტეტი. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერია გამორიცხული.”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ