“გუშინ კალაძე, დღეს მოჭიდავეები, ასე გვენგრევა თავზე ყველაფერი!” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე
როდესაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მთელი მთავრობის სახელით მიესალმება განცხადებას, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, მეზობელ ქვეყნებად არიან მოხსენიებულნი, რა გასაკვირია, რომ მოჭიდავეებმაც პრობლემად აღარ მიიჩნიონ ისეთ ტურნირში მონაწილება, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენს მეზობელ ქვეყნებად და მოასპარეზეებად არიან მიჩნეულნი. გუშინ კალაძე, დღეს მოჭიდავეები, ხვალ უკვე გაეროში მათ გაწევრიანებას შეიძლება მისცენ ამათმა ხმა! ასე ნელ-ნელა გვენგრევა თავზე ყველაფერი! უმკაცრესი დისციპლინარული სასჯელი და მარადიული მოკვეთა ყველა იმ სპორტულ მენეჯერს, ვინც ეს მოჭიდავეები ვლადიკავკაზში ჩაიყვანა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.