ქართველი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ

პუბლიკას ინფორმაციით, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში.
ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი.
საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ:
· მელაძე ა.
· ჯიოევი დ.
· ელბაქიძე გ.
· საბა
· ბეშიძე ნ.
· მარსაგიშვილი რ.
· გოგრიჭიანი გ.
· ბაზაძე ლ.
„პუბლიკას” ჭიდაობის ფედერაციაში უთხრეს, რომ მოჭიდავეებმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და ფედერაცია ამაში ჩართული არ ყოფილა – მოჭიდავეებს არ ჰქონიათ დაფინანსება მათი მხრიდან.
„ეს მოჭიდავეები ნაკრების წევრებიც არ არიან და ყველას გაკონტროლება, ვინც ჭიდაობს, ძნელია. სადისციპლინო ზომების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, ამაზე ვიმსჯელებთ”, – გვითხრა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
განახლება:
ქართველმა მოჭიდავეებმა 2023 წელსაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით.
მაშინ ინფორმაიცია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ახალგაზრდებისა და სპორტის კომიტეტმა გაავრცელა.
ფოტოზე ვხედავთ ტურნირში მონაწილე ქვეყნების დროშებს. მათ შორის არის საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები.
ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადებით, ამის მიუხედავად, იმ მოჭიდავეებს, რომლებიც ამ ტურნირებში მონაწილეობენ, მაინც აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ – ამისთვის მათ საქართველოს ჩემპიონატი უნდა მოიგონ, ხოლო ტურნირში მონაწილეობის შეზღუდვა არავისზე არ გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)