ქართველი ინფლუენსერების ნაწილი რუსულ ბიზნესს დაბომბვების პარალელურად არეკლამებს და მოქალაქეებს მოუწოდებს სწორედ ამ ონლაინ-პლატფორმის მომხმარებლები გახდნენ

უკრაინამ Wildberries-ის 10 უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან 7 გაანადგურა. ქვეყანა ონლაინ პლატფორმას, როგორც ომის სპონსორსა და სამხედრო აღჭურვილობის გამყიდველს უტევს, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ სივრცეში. ამის პარალელურად, Wildberries აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ქართველი ინფლუენსერების ნაწილი რუსულ ბიზნესს დაბომბვების პარალელურად არეკლამებს და მოქალაქეებს მოუწოდებს სწორედ ამ ონლაინ-პლატფორმის მომხმარებლები გახდნენ.
🔻 Wildberries-ის ბოლო რეკლამების კონტენტ-კრეატორები
არიან: „იმედის“ ტელეწამყვანი ეკო ფანგანი; „ქართული ოცნების“ ყოფილი და „ხალხის ძალის“ მოქმედი დეპუტატის, ყოფილი მორაგბის, დავით კაჭარავას მეუღლე, ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი; ფილოლოგ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გია მურღულიას შვილიშვილი, მომღერალი მანუ მურღულია;
Wildberries-ს წლის დასაწყისში ასევე არეკლამებდნენ „იმედის“ წამყვანი და პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მსახიობი ლაშა გურგენიძე.
🔻 საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე ოფიციალურად შემოვიდა.