არქივი12 აგვისტო, 2026, 22:41
ხატია დეკანოიძე: არც ერთი სიტყვა - ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს. მხოლოდ რუსის კომფორტზე ლაპარაკობს კობახიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
- სამჯერ ჩაბნელებულ ქვეყანაში ენერგეტიკულ კრიზისზე ინფორმაცია არ გვაქვს (რუსულ კომპანიაში მომუშავე აფხაზი კაცის კომენტარის გარდა);
- არ ვიცით გაზრდილ ფასებს რა ეშველება;
- საწვავის ფასის ზრდა როგორ დააწვება ქვეყანას;
- განათლების კუთხით რა ხდება, ვინ იყიდის ფორმებს? ვისაც ფული არ აქვს - როგორ იყიდოს?
- როგორ აღმოჩნდა იარაღი 17 წლის ბავშვის მკვლელის ხელში?
- კატასტრიფულად გაზრდილ ფასებს რა ეშველება? ზამთარი როგორ გადავიტანოთ?
- ქოლ-ცენტრები რატომ არ იხურება?
- სექტემბერში, სკოლები რომ დაიწყება, თბილისის საცობებში ხალხმა ბავშვები როგორ მიიყვანოს სკოლებში გადათხრილი რუსთაველზე.
- სოფლები და ქალაქები რატომ იცლება?
არც ერთი სიტყვა - ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს.
მხოლოდ რუსის კომფორტზე ლაპარაკობს კობახიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.