ქართველების “მეცი” “ნიცას” ფრედ ეთამაშა

ლიგა 1-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში „მეცი“ გასვლაზე „ნიცას“ დაუზავდა – 0:0.
სტუმართა გუნდში გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილმა 75-ე წუთამდე, გიორგი წიტაიშვილი კი ტრავმის გამო არ იყო განაცხადში.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
ქვილითაია: whoscored 6.6, sofascore 6.5, Flashscore 6.7.
აბუაშვილი: whoscored 7.0, sofascore 7.3, Flashscore 7.0.
„მეცმა“ ჩემპიონატი 17 ქულით ბოლო, მეთვრამეტე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ლიგა 2-ში იასპარეზებს.
„ნიცამ“ 32 ქულით მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა და 22 მაისს, სტუმრად პლეი-ოფში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ შეხვდება.
ნიცა. „ალიანც რივიერა“
ნიცა – მეცი 0:0