არქივი13 მაისი, 2026, 02:31
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევნის განვითარების თასზე მონაწილეობა დაასრულა. ალექსანდრე კობახიძის გუნდი, 8-დან 12 მაისის ჩათვლით, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე - მოლდოვას, უზბეკეთს და მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდა.
ტურნირზე, ჩვენმა ასაკობრივმა სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში ორჯერ დამარცხდა, ხოლო ერთ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
8 მაისი | მოლდოვა 1:1 [3:2] საქართველო
10 მაისი | უზბეკეთი 1:1 [3:5] საქართველო
12 მაისი | სომხეთი 2:2 [2:1] საქართველო
NAKREBI.GE
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.