ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო

ლა ლიგის ბოლოსწინა, ოცდამეჩვიდმეტე ტურში „ვილიარეალი“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოსთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სევილიასთან“ წინა მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, მწვრთნელმა მარსელინომ სათადარიგოთა შორის დატოვა.
„ვილიარეალმა“ ბოლო 3 შეხვედრიდან 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა, 69 ქულით მესამე ადგილზეა და 24 მაისს, ბოლო ტურში „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“
რაიო ვალეკანო - ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 კამელო (28), 2:0 ალემაო (47)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.