ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცები არ წავიდნენ გერმანიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში, არამედ ჯარში იმსახურონ

ფრიდრიხ მერცი - უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცები არ წავიდნენ გერმანიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში, არამედ ჯარში იმსახურონ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცები ქვეყანაში დარჩნენ და ჯარში იმსახურონ.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ახალგაზრდა მამაკაცებმა შეძლონ ღირსეული სამუშაოს პოვნა საკუთარ ქვეყანაში, გერმანიაში, პოლონეთში ან საფრანგეთში წასვლის ნაცვლად. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი ერთად ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ეს არის მოლოდინი, რომლის შესრულებაც უკრაინას შეუძლია. უკრაინელი მამაკაცები არ უნდა წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ჯარში უნდა იმსახურონ“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კომპრომისი იქნება საჭირო.
„უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს კომპრომისზე წასვლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შეუპოვრობით, რეალიზმითა და შორსმჭვრეტელობით, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლო შედეგს: ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას, საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს და მშვიდობას ევროპაში, რომელსაც ერთად ავაშენებთ“, - განაცხადა მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.