ფრიდრიხ მერცი – ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად – აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია, არ ვიჩქარებთ

აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
„აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ. საერთაშორისო სამართალი კვლავ კრიტერიუმად რჩება. ვენესუელაში ახლა პოლიტიკური არასტაბილურობა არ უნდა წარმოიშვას. მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური არჩევნების გზით აღიარებულ მთავრობაზე მოწესრიგებული გადასვლა“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.
„ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად. მადურომ პრობლემური როლი ითამაშა რეგიონში“, – დასძინა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ