ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“ - ფრიდრიხ მერცი

„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“ - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.
„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“, - განაცხადა კანცლერმა ინდოეთში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, ირანში მიმდინარე ძალადობა უნდა დასრულდეს.
„უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.