არქივი3 იანვარი, 2026, 12:24
ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.
ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის „სამხედრო აგრესიას გმობს“.
„მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვენესუელის მთავრობის განცხადებით, „აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.