ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს

თბილისში, ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გამტაცებელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
16 წლის გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე კასან მამედოვია, რომელზეც გოგო ერთი წლის წინ დაინიშნა, თუმცა მოზარდმა მოგვიანებით ქორწინებაზე უარი განაცხადა. ოჯახის თქმით, მამედოვს გოგო, სავარაუდოდ, რუსეთში ჰყავს გადაყვანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.