“ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ და გოგომ არ მინდაო…” -ახალი დეტალები ფონიჭალიდან გატაცებულ გოგოზე

“ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ და გოგომ არ მინდაო…” -ახალი დეტალები ფონიჭალიდან გატაცებულ გოგოზე
რა დამატებითი დეტალებია ფონიჭალაში გატაცების საქმეზე ცნობილი – პოლიცია გატაცებულს და გამტაცებლებს ეძებს. 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით, გუშინ საღამოს 6-მა ადამიანმა გაიტაცა. ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებლები სახლში შეიჭრნენ და არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.
ამასთან, როგორც “კურიერმა” გაარკვია, გატაცებული გოგოს ოჯახში სათვალთვალო ვიდეო-კამებია დამონტაჟებული, სადაც ჩანს, როგორ მოხდა გატაცების ფაქტი, რაც გამოძიებამ უკვე ამოიღო.
“ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ და [გოგომ] არ მინდაო… [რადგანაც უარი უთხრა, ძალით წაიყვანა]” – აცხადებენ გატაცებული გოგოს ოჯახში.
საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთამდე გრძელდება, თუმცა კონკრეტული ადგილსამყოფელი, თუ სად წაიყვანეს არასრულწლოვანი გამტაცებლებმა, ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციაში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან 16 წლის ულდუზ პაშაევის ოჯახის წევრები. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ