არქივი10 დეკემბერი, 2023, 07:39
ფონიჭალაში არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს
თბილისში, ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს.
"დანიშნული იყო, ერთი თვეა აღარ უნდოდა გათხოვება. არ აქვს კარგი ხასიათი და არ მინდაო. ჯერ ბიჭი იყო, მერე დედა და ნათესავები მოვიდნენ. გოგოსთან ილაპარაკეს და უთხრათ, რომ არ მინდაო, წავიდნენ. შემდეგ პირდაპირ შემოვარდნენ სახლში, მე ხელი მკრა, ჩემი შვილი წაიყვანა" - ამბობს გატაცებული გოგოს დედა TV პირველთან საუბარში.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება დაიწყო სსკ-ის143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.