ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს

ფოთში აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი, ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე, საქართველოს ევროპული არჩევანი გადასარჩენია და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
„კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ისინი უკვე დიდი ხანია უარს ამბობენ ევროკავშირზე და ქვეყნის განვითარებაზე, ეს ჩვენ კარგად ვიცით და კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.