ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტაშიც - მოქალაქეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და „ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება“ მოითხოვეს

საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტაშიც - მოქალაქეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და „ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება“ მოითხოვეს

სხვა ქალაქების მსგავსად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ახმეტაშიც.
მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მეოთხე დღეა მერიასთან იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
ამასთან ,სიტყვით გამომსვლელებმა რამდენჯერმე გააჟღერეს, რომ ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება უპირველესია მოთხოვნაა.
პროტესტანტის მონაწილეებმა ახმეტის კულტურის შენობაზე ბანერები "დაიცავი სამშობლო" გააკრეს და პიროტექნიკა გაუშვეს.
"დღეს უფრო მეტნი ვართ, ვიდრე წინაა დღეებში. კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ დავიცავთ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას არ დავუთმობთ არავის. მშვიდობიანად ვივლით ევროპულ გზაზე. ვგრძნობთ რამდენი ადამიანი იზიარებს ჩვენს პროტესტს.
სიმბოლურად გავუშვით ფეიერვერკი და კულტურის სახლის შენობაზე ბანერი გავაკარით: “დაიცავი სამშობლო", თუმცა ჩამოხსნეს მალევე”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, აქციები ყოველდღე ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.