ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა

27 წლის თავდამსხმელს ჯოვინო ფლამარიონს, რომელიც გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ფლამარიონმა ლიგა 2-ის "ვალანსიენში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა. ის ახალ გუნდში 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ვალანსიენი" 17 ტურის შემდეგ 11 ქულით აუტსაიდერია და 16 დეკემბერს "პარიზს" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.