ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

აფრიკის 2022/23-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლისა" და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.
ოსიმენის კონკურენტები მოჰამედ სალაჰი და აშრაფ ჰაკიმი იყვნენ.
გასულ სეზონში ოსიმენი 26 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა, ხოლო ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და შესარჩევი ტურნირის ბომბარდირი გახდა.
აფრიკის საუკეთესო მეკარედ იასინ ბუნუ (ალ ჰილალი - მაროკო) დაასახელეს, საუკეთესო მწვრთნელად კი ვალიდ რეგრაგი, რომლის ხელმძღვანელობით მაროკოს ნაკრები კატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.