“ჩემი ტკბილი ბიჭი” – ზურიკო დავითაშვილი შვილის, პატარა დათის პირველ ფოტოებს გვიზიარებს – Marao

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, პატარა დათი დავითაშვილის პირველ კადრებს აქვეყნებს. ზურიკო და მისი მეუღლე, უმშვენიერესი მია გზირიშვილი, პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ:
“იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო… მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი…” – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.
ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ს „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.
2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.
იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.
2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება ყაზანის „რუბინთან“ გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი ს პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი მ შეცვალა.
რუსეთის პირველობის ფარგლებში „რუბინის“ მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.
2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს მისი კონტრაქტი „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.
2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ს „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ზღვისპირელთა რიგებში ზურიკოს დებიუტი ჰქონდა იმავე წლის აპრილში, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, როდესაც ირაკლი ბიძინაშვილი შეცვალა და მინდორზე 26 წუთი დაჰყო. დავითაშვილის სადებიუტო შეხვედრა ბათუმელთა რიგებში მათივე გამარჯვებით, 5–2 დასრულდა.
ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ოთხ საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.
2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „ბორდოს“ გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.
22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში „გენგამის“ წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ის ვერსიით, საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
2022–23 წლების სეზონის შემდეგ ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
26 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა, მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერების მიზნით ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე ჟერემი ლივოლანის ნაცვლად შეუშვა. ქართველი შემტევი თამი აქტიურად ჩაერთო და შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.
28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში, „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.
4 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში, „ბასტიამ“ „ბორდოს“ უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა — 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ჟირონდელთა სასტარტო თერთმეტეულში ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა. ასევე, მეორე ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა, რომელსაც პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
11 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში, „ბორდომ“ შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
25 ნოემბერს „ბორდომ“, მე-15 ტურის მატჩში, სტუმრად „პარიზი“ დაამარცხა — 2–1. ჟირონდელებმა ანგარიში მალევე გახსნეს, უკვე მე-7 წუთზე გაეტან ვაისბეკმა შეაგდო. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მე-12 წუთზე ილან კებალმა გამოიჩინა თავი. გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა 92-ე წუთზე გაიტანეს. მატჩის გმირი იოან ბარბე გახდა. ზურიკო დავითაშვილმა ბორდოელთა შემადგენლობაში მინდორზე 85 წუთი დაჰყო და საკმაოდ აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში ჩინებული პასი მისცა ალბერ ტელისს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო. ამ შეხვედრის შემდეგ „ბორდო“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილზე დამკვიდრდა.
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 12 შეხვედრაში ზურიკომ 7 გოლი შეაგდო.
მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. სულ 2021 წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის, ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ