ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
მან ხმა საბურთალოს ოლქში, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრეზიდენტმა
პარლამენტის თავმჯდომარემ
თავდაცვის მინისტრმა.
თბილისის მერმა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა:
გიორგი გახარიამ
ზურა გირჩი ჯაფარიძემ
გიორგი ვაშაძემ
ანა დოლიძემ
ნიკა გვარამიამ

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.