ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს მშვიდობის განმტკიცება განმსაზღვრელი არჩევანია საქართველოს შემდგომი სტაბილური განვითარებისა და უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისთვის.
მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის, საქართველოს უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის, უაღრესად, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება. მჯერა, რომ სწორედ ეს არის დღეს ის არჩევანი, რაც განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და მის ღირსეულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაერთიანებას და უფრო გაძლიერებული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მიღწევას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.