პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა კრწანისის რაიონში, # 72-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
„ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია, რომელიც ამ ქვეყანაში ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის, მატების გარანტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.
მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.