ფილიპ კირკოროვმა ლუბოვ უსპენსკაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მომღერალი ფილიპ კირკოროვი თავის კოლეგას, ლიუბოვ უსპენსკაიას სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივის. ინფორმაციას კირკოროვის იურისტი ალექსანდრ დობროვინსკი ავრცელებს.
დობროვინსკის თქმით წარსულში უსპენსკაიამ მის კლიენტს ქალთმოძულე უწოდა.
“უსპენსკაიამ ისეთები ილაპარაკა, რასთან შერიგება შეუძლებელია. მაგალითისთვის, მან ფილიპ კირკოროვს “ქალთმოძულე” უწოდა, მომღერალს, რომელიც 30 წელია ქალებს უმღერის. ეს შეურაცხმყოფელია”. – ამბობს დობროვინსკი.
უსპენსკაიამ კირკოროვის შესახებ ბლოგერ ალიონა ჟიგალოვას გადაცემაშ ილაპარაკა:
“კირკოროვი არ მიყვარს, უღირსად იქცევა, ზოგჯერ მის ნაცვლად მრცხვენია. […] ის ქალთმოძულეა, მან ქალს სცემა, მერე გაითამაშა თითქოს ფსიქიკური პრობლემა აქვს და ისრაელში გაფრინდა, გაითამაშა, მოიტყუა, მერე მალახოვმა ჩააკითხა საავადმყოფოში, ვითმ ცუდად იყო. […] ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იტყუება.
კირკოროვი 10 მილიონი რუბლის ოდენობის მორალურ კომპენსაციას და სასამართლო დავის ხარჯების დაფარვას ითხოვს.
ამ დროისთვის უსპენსკაიას რუსულ მედიასთან სასამართლო დავის შესახებ კომენტარი არ გაუკეთბია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”