სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა. მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც არასრულწლოვანია, ავდოკატის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა.
ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს და უახლოეს პერიოდში მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ძალადობას გულისხმობს. გარდა ამისა, არასრულწლოვანს დამატებით წარედგინა ბრალი იგივე მუხლის მე-2 ნაწილითაც, რაც ამ ტიპის საქმესთან დაკავშირებით მუქარას გულისხმობს.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას საქმეში ჩართული სხვა პირების შესაძლო დანაშაულის გამოსავლენად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…