ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად მიიჩნევა 2 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მიწის მასის ქვეშ არიან მოყოლილები. თავშესაფრის გარეშე დარჩა ათობით ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მინდანაოს რეგიონი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბუნებრივმა კატასტროფამ რეგიონის ოთხ პროვინციაში 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 32 საავტომობილო გზა, სავაჭრო ცენტრი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.