ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო სავარაუდო ღირებულება 6.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა ტენდერის ღირებულებაზე 2 მილიონი ლარით მეტია. წინა ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა. პროცედურა მაშინ პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის გამო შეწყდა.
პროექტირების ფარგლებში უნდა მომზადდეს სარეაბილიტაციო პროექტი, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შენობის მოვლა-პატრონობის გზამკვლევი და განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სასცენო ინფრასტრუქტურის განახლება, აკუსტიკური სისტემების გაუმჯობესება, საინჟინრო კომუნიკაციების ჩანაცვლება, ლიფტების მოდერნიზაცია, უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.
ასევე, შენობა სრულად უნდა ადაპტირდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.