ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TI საქართველოს ცნობით, „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გაკეთების დღესვე, ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა

TI საქართველოს ცნობით, „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გაკეთების დღესვე, ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
TI საქართველოს ცნობით, „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გაკეთების დღესვე, ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა.
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, უსანეთაშვილმა შემოწირულობიდან რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი ტენდერი მოიგო.
⭕ TI-ის ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, შპს „არსაკიძე-2000“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 49 მილიონი ლარის ღირებულების 108 ტენდერი აქვს მოგებული, რომლის უდიდესი ნაწილი, 45 მილიონი ლარის 96 ტენდერი, ისნისა და სამგორის გამგეობებზე მოდის.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, ტენდერების გარდა, კომპანიას სახელმწიფოსგან ჯამში 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც აქვს მიღებული. მათ შორისაა 266 000 ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტი, რომელიც კომპანიამ 2025 წლის აგვისტოში კვლავ ისნის გამგეობისგან მიიღო.
💭„თავის მხრივ, უსანეთაშვილმა 2017 წლიდან „ოცნებას“ უკვე 516 000 ლარი შესწირა. ის პარტიას ყოველწლიურად კანონით დაშვებულ მაქსიმუმს ურიცხავს. სხვათა შორის, ტრადიციას არც წარსულში არღვევდა - 2012 წელს მან მაშინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა 30 000 ლარი” - წერია TI საქართველოს კვლევაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.