ფაშინიანი 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს დაესწრება

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში ჩავა და დაესწრება გამარჯვების აღლუმს, რადგან დიდ სამამულო ომში გამარჯვება სომხური ხალხისთვისაც არის გამარჯვება”- ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის განცხადებით, „300 ათასი სომეხი დაიღუპა გამარჯვებისთვის“.
„ეს ასევე ჩვენი გამარჯვებაა. 300 ათასი სომეხი დაიღუპა ამ გამარჯვებისთვის, ბევრი სომეხი იბრძოდა მოკავშირეთა არმიებში. ფაშინიანის ვიზიტი 9 მაისს მოსკოვში არ უკავშირდება არც ევროკავშირს და არც სხვა საკითხებს“, — განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მიიღებენ ბრიუსელში სომხეთის პრემიერის ვიზიტს მოსკოვში,
როგორც რუსული გამოცემა tass წერს, ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტი შეთანხმდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე