კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა

9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, უფრო მეტი გამბედაობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ცდილობს, რომ მათ დაემუქროს.
„პირველ რიგში, ცდილობენ დაემუქრონ მათ, ვინც გეგმავს, რომ იმ ადამიანების ისტორიული ღვაწლი აღნიშნოს, რომლებმაც ნაციზმთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირი პასუხის გარეშე არ დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე – მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი, შემდეგ კაფეში ყავის საყიდლად შევედი და შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს, მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა – ამაში პრობლემას ვერ ვხედავ