არქივი6 მაისი, 2024, 15:27
ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.
მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.