ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფასების კომისიაზე მუშაობა "ოცნებამ" დაასრულა ერთადერთი დასკვნით, მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის - კერესელიძე (ვიდეო)

ფასების კომისიაზე მუშაობა "ოცნებამ" დაასრულა ერთადერთი დასკვნით, მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის - კერესელიძე (ვიდეო)

ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა შალვა კერესელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს ქვეყანა მძიმე სოციალურ ფონზე ხვდება, სადაც გაძვირებული ცხოვრება და დაპირებების შეუსრულებლობა ყოველდღიურ რეალობად იქცა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების კომისიის დასკვნა ვერ პასუხობს მოსახლეობის მთავარ გამოწვევას და რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს გვერდს უვლის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.