ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო 300 არაგველიდან ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან.
მარშის მონაწილეებმა 300 არაგველთან გზა გადაკეტეს. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.
მარშის დაწყებამდე მარშის მონაწილეები ხელებაწეული სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”
პროტესტის მონაწილეები ადგილზე 18:00 საათიდან შეიკრიბნენ. აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ასევე, მეტრო 300 არაგველზე შეკრებილებს შეუერთდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები,
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში” - ამ სლოგანით მოქალაქეები, გარდა მეტრო 300 არაგველისა, 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანზე,მარჯანიშვილის მოედანსა და წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიასთანაც” შეიკრიბნენ.
შეკრებილები ყველა ლოკაციიდან ევროპის მარშს მოაწყობენ, ევროპის მოედანზე კი საპროტესტო აქციას გამართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.