ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, დღეს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, დღეს, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში.
11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი
მეტრო 300 არაგველი
მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"-წერია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.