ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო „300 არაგველთანაც“ იკრიბებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო „300 არაგველთან“ იკრიბებიან, საიდანაც ევროპის მოედნისკენ მარშით წავლენ.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე 18:00 საათიდან იკრიბებიან. აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.
მეტრო „300 არაგველთან“ შეკრებილებს შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში” - ამ სლოგანით თბილისში, გარდა მეტრო 300 არაგველისა, 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი,მარჯანიშვილის მოედანი და წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ. შეკრებილები 3 ლოკაციიდან ერთდროულად 19:00 საათზე, ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან, საიდანაც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.