უსუფაშვილი: მარტო ჯარიმების თემამ “ოცნების“ მხარდამჭერების დაახლოებით 10 %-იანი ვარდნა გამოიწვია

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი ხიფათის განცდა აქვთ ქართველი ხალხისგან, რომლის მეტ და მეტ ნაწილს ვეღარ აკონტროლებენ.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცდხადა, აქვს ინფორმაცია სარწმუნო წყაროდან, რომ მხოლოდ ერთი – ჯარიმების თემის გამო, “ოცნებამ“ მხარდამჭერების 10 პროცენტი დაკარგა.

გაცილებით მეტი ხიფათის განცდა აქვთ მათ ქართველი ხალხისგან, რომლის მეტ და მეტ ნაწილს ვეღარ აკონტროლებენ. მე მაქვს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათივე სოციოლოგიური კვლევით და სხვა ტიპის ინსტრუმენტებით, რომლითაც მოსახლოების განწყობების მუდმივ კონტრლს აკეთებენ, რომ ცუდადაა საქმე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, მაგალისთისთვის, ჯარიმების თემამ, რომელიც თავად შემოიღეს დიდი ზარ-ზეიმით, ახლა კი უკან იხევენ, მარტო ჯარიმების თემამ, სარწმუნო წყაროდან ვიცი, რომ მხარდამჭერების დაახლოებით 10 პროცენტიანი ვარდნა გამოიწვია, მარტო ერთმა თემამ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს 10 % ოპოზიცია გახდა, მაგრამ ადამიანები, გარდა დიდი თემებისა, ევროკავშირში მივდივართ თუ რუსეთში, თუ სადღაც, ძალიან კონკრეტულ საკითხებს აქცევენ ყურადღებას,- განაცხადა უსუფაშვილმა.