კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ

აპირებენ ჯარიმების შემცირებას, ეს ძალიან კარგია. არასდროსაა ცუდი, როდესაც შენ აღიარებ შენს შეცდომას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კახა კახიშვილის თქმით, სანქციების გამკაცრება არასდროს არ მუშაობს და ამას კრიმინოლოგიას მესამე კურსზე ასწავლიან იურიდიულ ფაკულტეტზე.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამცნეს საზოგადოებას, რომ აპირებენ ჯარიმების შემცირებას, ეს ძალიან კარგია. არასდროსაა ცუდი, როდესაც შენ აღიარებ შენს შეცდომას, როგორც ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი, ასევე მცდარი გადაწყვეტილებების უკან გაწვევაც არაა სირცხვილი. უბრალოდ, ეს მცდარი გადაწყვეტილებები ზედიზედ არ უნდა მიეწყოს, თან რაღაც უაზრო არგუმენტაციით.

ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. ბატონი ირაკლი კობახიძე არის იურისტი და კვალიფიკაციას ნამდვილად არ დავუწუნებ, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის ჯარიმების კანონპროექტს იღებ, ბარელაძეს ტვინით კი არ უნდა იმოძრაო და ბარელაძე რასაც გეტყვის, ისე კი არ უნდა გააკეთო და იფიქრო, რომ ეს მართლა რაღაც პრევენციაა, ამისთვის არსებობს მეცნიერება, კრიმინოლოგია ჰქვია. კრიმინოლოგია სწავლობს დანაშაულის პრევენციის საკითხებს, არა მხოლოდ სისხლის სამართლის პრევენციის საკითხებს, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. კრიმინოლოგია იკვლევს, არის თუ არა კავშირში სანქციების სიმკაცრე დანაშაულის ან გადაცდომის შემცირებასთან. კრიმინოლოგია ასწლიანი მეცნიერებაა, მეცნიერებმა იმუშავეს, ბარელაძემ კი არ იმუშავა, რომელიც იყო პატრულის უფროსის მოადგილე, მეცნიერებმა იმუშავეს და თქვეს, რომ არასდროს არ მოქმედებს. სამი ძირითადი პრინციპი აქვს კრიმინოლოგიას: სასჯელის პროპორციულობა და სამართლიანობა, მეორე პრინციპია სასჯელის გარდაუვალობა და მესამე, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება სასჯელზე, რომ შემცირდეს დანაშაული. სანქციების გამკაცრება არასდროს არ მუშაობს, ეს ჩემი მოგონილი არ არის, კრიმინოლოგიას მესამე კურსზე ასწავლიან იურიდიულ ფაკულტეტზე და იქ პირდაპირ წერია. არ შეიძლება კრიმინოლოგიის და კრიმინალისტიკის არევა, რა თქმა უნდა, ბატონმა ირაკლიმ ეს ძალიან კარგად იცის. ამას ვიძახი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს აზრი მიაწოდეს პრემიერს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, როდესაც კრიმინოლოგია და კრიმინალისტიკა შეიძლება არც იციან რა არის. მათ გასაგონად ვიტყვი, კრიმინოლოგია სწავლობს პრევენციის საკითხებს, კრიმინალისტიკა სწავლობს გახსნის მაჩვენებლებს.

რა თქმა უნდა, შეცდომაში შეიყვანეს [პრემიერი], თურმე ამოიღეს ერთი წლის სტატისტიკა, კორელაცია არ არსებობსო და შემცირების სტატისტიკას შორის, ამას დღეს კი არ უნდა ამბობდნენ, სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და ანი-ბანი შეესწავლათ. ტერმინი კრიმინალისტიკა საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა