ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერას გაუწევს. ასევე, ვმუშაობთ უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის“.
„ჩვენ ხვალ გაფართოების პაკეტს მივიღებთ, რომელიც დადებითად შეაფასებს გასული წლის განმავლობაში უკრაინის ერთგულებას მისი ევროპული გზის მიმართ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე