ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ

უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტოკჰოლმში, ჩრდილოეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი „გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავს“.
„წინადადება გულისხმობს ამ თანხების გამოყენებით უკრაინისთვის სესხის გაცემას, რომელსაც უკრაინა დაფარავს, თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის. ამიტომ, ეს სამართლებრივად სწორი წინადადებაა. მარტივი არ არის, თუმცა სამართლებრივად სწორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლო ვარიანტების მომზადება მოითხოვა.
„რუსეთისთვის მთავარი გზავნილი სრულიად ნათელია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.